top of page

ეკომეგობრული მოძრავი სკოლა

ახალი გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს სკოლებისთვის


ძალიან მალე, ახალი გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამა აიღებს სტარტს, რომელიც ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და აზიის განვითარებისბანკის თანამშრომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსმხარდაჭერით სასკოლო საზოგადოებისთვის შეიქმნა.


„ეკომეგობრული მოძრავი სკოლა“ - სასწავლო და ინტერაქციული აქტივობების ერთობლიობაა, რომლის მიზანია აამაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვითი გამოწვევების ირგვლივ, ჩართოს სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები შემეცნებით აქტივობებში და მისცეს მათმოტივაცია, შეძენილი ცოდნა ყოველდღიურ ქმედებებად აქციონ.

სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეტაპობრივად მოიცავსსაქართველოს სხვადასხვა რეგიონს, თეორიულ მასალასთან ერთად, მონაწილეები გამოცდიან იმგარემოსდამზოგველ შესაძლებლობებს და ხელსაწყოებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ეკოლოგიური პრობლემების ამოცნობა, პრაქტიკული აქტივობების დახმარებით გაეცნობიან, როგორშეიძლება სასკოლო საზოგადოება გახდეს სასარგებლო ცვლილებების თანამონაწილე.


პროგრამის ფარგლებში, სპეციალისტების ჩართულობით, შეიქმნა სპეციალური სასწავლომოდულები, რომელთა შინაარსი ეფუძნება ეკოსკოლების მსოფლიო პროგრამის ფარგლებშიმომზადებულ 5 პრიორიტეტულ გარემოსდაცვით თემას; კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, ნარჩენები და გარემოს დაბინძურება, ენერგია და ენერგეტიკული რესურსები, წყალი და წყლის რესურსები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც მონაცვლეობით იქნება წარმოდგენილი სკოლებში ადგილობრივი გამოწვევების და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით.


პროექტის პირველ ეტაპზე, შემეცნებითი აქტივობები საქართველოს 10 რეგიონის საჯარო სკოლებშიჩატარდება და მოიცავს რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს, იმერეთს, აჭარას, სამეგრელო - ზემო სვანეთს, გურიას, სამცხე-ჯავახეთს, კახეთს, შიდა ქართლს, ქვემო ქართლს, მცხეთა-მთიანეთს.


აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონისწარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ისაგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელსდაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანააწარმოდგენილი.



ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომლისერთ-ერთი მთავარი მიმართულება სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნის დაუნარების განვითარებაა. 2020 წლიდან, ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო გარემოსდაცვითიგანათლების ფონდის (FEE) ადგილობრივი წარმომადგენელი, რომელთან თანამშრომლობითაცსაქართველოში ინერგება ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა.


პროექტი „ეკომეგობრული მოძრავი სკოლა“ ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.







bottom of page