პუბლიკაცია "ნარჩენები და ბიოტრანსფორმაცია" ნარჩენთა ერთ-ერთ კატეგორიას - სოფლის მეურნეობის ნარჩენებს და მათი ბიოლოგიური მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება. სამწუხაროდ, დღეს სიცოცხლის სამივე საარსებო გარემო - ნიადაგი, წყალი და ატმოსფერო საგანგაშოდაა დაბინძურებული, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ კაცობრიობამ უნდა შეცვალოს განვითარების გზები და ისწავლოს ნარჩენების სწორი მართვა. ბიოსფეროს დაბინძურება, კლიმატის ცვლილებების სავალალო შედეგები, საწვავის ბუნებრივი საბადოების ამოწურვადობა და საკვები რესურსების დეფიციტი მოითხოვს შემუშავდეს ისეთი ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიები, რომლებიც დაფუძნებული იქნება
იაფი, არატრადიციული ნედლეულიდან ალტერნატიული საწვავის, საკვებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტების მიღებაზე. ამგვარ პერსპექტიულ ნედლეულებად შეიძლება მივიჩნიოთ ნარჩენთა ერთ-ერთი კატეგორია - სოფლის მეურნეობის ნარჩენები.
სწორედ, აღნიშნულ პუბლიკაციაშია განხილული სოფლის მეურნეობის ნარჩენები და მათი ბიოლოგიური მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები.
Comments