ეკოკონკურსის „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გამოვლენილია
22 მაისს, დედამიწის დღეს გამოცხადებული კონკურსი „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“ დღეს,
ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს დასრულდა და  სამი საუკეთესო ფინალისტი გამოვლინდა. 

ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიერ  გამოცხადებული  ეკოკონკურსი სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვას ისახავდა მიზნად, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს გარემოს დაცვისკენ მიმართული გზავნილები და ამ თემასთან დაკავშირებული მასალები უნდა შეექმნათ. კონკურსში მონაწილობა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 160 მოსწავლემ მიიღო და საკონკურსო თემაზე სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვანი ნამუშევარი შექმნეს და ამ პროცესში მათი ოჯახის წევრებიც აქტიურად ჩართეს.
 
საუკეთესო კონკურსანტების გამოსავლენად  სპეციალურმა ჟიურიმ იმუშავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,  გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  მყარი ნარჩების მართვის კომპანიის,  მწვანეთა მოძრაობის,  გარემოსდაცვითი ორგანიზაციების სენის, ორქისის და დავიცვათ საქართველოს სისუფთავის წარმომადგენლები. მათი შეფასების შედეგად  სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ეკომეგობრული პრიზებით დაჯილდოვდებიან.
 
კონკურსის გამარჯვებულები:
ლილი დეივისი დოლაბერიძე, 10 წლის, თბილისი
მარიამ ბედია, 11 წლის,  სოფელი ინჩხური, სამეგრელო 
ლიზი მექვაბიშვილი, 14 წლის, სოფელი ჯუმათი, გურია 
 
გამარჯვებულებს და მათი ეკომეგობრული აქტივობების მიზნებს, მალე,  ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახლოს გაგაცნობთ.
 
შეგახსენებთ რომ კონკურსი ჩატარდა პროექტ ეკოსკოლის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც ორგანიზაციამ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აპრილის თვიდან დაიწყო. ეკოსკოლა, მსოფლიო მასშტაბის პროექტია, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების და მასწავლებლების ერთი საერთო მიზნის, გარემოს დაცვის ირგვლივ გაერთიანებას და მდგრადი სკოლების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროგრამა იწყება სკოლიდან  და ახალი თაობის სწავლებით და  მათი აქტიური ჩართულობით ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე. პროგრამა ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
05.06.2020

ენების მენიუ