დაუხარისხებელი მყარი ნარჩენები, როგორც მიკრობიოლოგიური პათოგენების შეუზღუდავი წყარო
მუნიციპალურ მყარ ნარჩენებს, რომელსაც ნარჩენებს ან ნაგავს ვუწოდებთ, მსოფლიოში საერთო განმარტება არ
აქვს და მოიცავს სახლებიდან, კომპანიებიდან, დაწესებულებებიდან ამოღებულ  მყარ ნარჩენებს.
მუნიციპალური ნარჩენების ზოგიერთი კომპონენტი, რაც ნაგავსაყრელზე შედის, შეიცავს ენტეროპათოგენურ ისეთ მიკროორგანიზმებს, როგორებიცაა ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის დაავადების გამოწვევა ადამიანისა თუ ცხოველის ორგანიზმში. ნაგავსაყრელებში პათოგენური ორგანიზმები  ძირითადად ისეთი ორგანული ნარჩენებიდან ხვდება, როგორებიცაა საკვები ნარჩენები, შინაური ცხოველების ექსკრემენტები,  ადამიანის ფეკალიები (სხვადასხვა ჰიგიენურ საფენებში), ბიონაწილაკები, წარმოქმნილი წყალარინების გამწმენდ ნაგებობასა თუ საკანალიზაციო წყლებში.

მიკრობიოლოგიური რისკების რაოდენობრივმა შეფასებამ, რომელიც ჩატარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ნაგავსაყრელზე, აჩვენა, რომ  ძალიან მაღალია ნაგავსაყრელიდან ნაჟური წყლით დაბინძურებული გრუნტის წყლებით დაინფიცირების საფრთხეები. 
 
საქართველოში, 2015 წელს ჩატარებულმა ნარჩენების  შემადგენლობის შესწავლამ1 და კვლევამ, აჩვენა, რომ ორგანული ნარჩენები და საფენები შეადგენენ მთლიანად წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების 50 პროცენტს. შედარებითი ანალიზი მოცემულია  შემდეგ ცხრილში:


ნარჩენის კატეგორია

I

ივლისი 2015

II

ოქტომბერი

2015

III

იანვაარი

2016

IV

აპრილი

2016


საშუალო

%

 

ქაღალდი და მუყაო %

10,41

13,96

10,94

9,46

11,1925

შუშა%

4,76

9,23

5,08

4,74

5,9525

მეტალის ჯართი %

1,99

2,04

2,95

2,11

2,2725

პოლიეთილენი/პლასტმასა %

12,76

15,44

12,58

10,58

12,84

საფენები %

6,53

5,39

12,93

10

8,7125

ტექსტილი%

5,03

7,37

3,67

8,4

6,1175

ორგანული%

43,44

39,27

45,36

42,8

42,7175

სამშენებლო ნარჩენები  %

6,39

1,11

1,9

3,28

3,17

განსაკუთრებული ზრუნვის ნარჩენები %

1,14

0,84

2,18

0,68

1,21

ტყავი/რეზინა  %

4,13

3,39

0,5

5,01

3,2575

სხვა ტიპის ნარჩენები %

2,86

1,65

1,88

2,41

2,2

დანაკარგი%

0,56

0,31

0,37

0,5

0,435



საქართველოში მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელებზე (როგორც ორგანიზებულ ასევე სტიქიურ ნაგავსაყრელებზე) პათოგენების პარამეტრების კვლევა რეგულარულად არ ტარდება, მაგრამ თბილისის ნაგავსაყრელზე 2016 წელს ჩატარებული კვლევის  შედეგად აღმოჩენილი იქნა შემდეგი მიკრობების და პარაზიტების მაღალი კონცენტრაცია, ესენია:

          • ბაქტერიები: ფეკალური ნაწლავური ჯგუფის ბაქტერიები სტერპტოკოკი და სალმონელა
          • ვირუსები: ენტეროვირუსები და ნოროვირუსები
          • პორაზიტები:ლამბლიოზი და კრიპტოსპორიდიუმი
 
მუნიციპალურ ნარჩენებში  ენტერო (ნაწლავური) პათოგენების ძირითადი წყარო აღმოჩნდა საკვების ნარჩენები, შინაური ცხოველების განავალი, ჰიგიენური პროდუქტები და ბიონაწილაკები. ყველა პოტენციური წყაროსთვის, საკვები ნარჩენები წარმოქმნის ფეკალურ ნაწლავური ჯგუფის ბაქტერიების ყველაზე დიდ რაოდენობას (80.62%). სალმონელას ყველაზე დიდ წილს (97.27%), ადამიანის ენტეროვირუსებს (94.88%) და პროტოზოულ პარაზიტებს (97%) საფენები წარმოქმნის2
 
ვინაიდან საქართველოში ორგანული ნარჩენები არ არის განცალკევებული მუნიციპალური ნარჩენებისგან, ნაგავსაყრელები იზიდავს ფრინველებს, მღრღნელებს და ზოგიერთ შემთხვევაში  პირუტყვს. ამის გამო მიკრობები ადვილად აღწევენ ადამიანებამდე და ხშირად სერიოზული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც კი ხდებიან.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს კარგად ახსოვს ნაგავსაყრელებიდან/ნაგვიდან მომდინარე სხვადასხვა დაავადებათა აფეთქება3: ახალი დელი 2004, ტოკიო 2005, ლაგოსი 2007, ლას ვეგასი 2008, 
მადრიდი 2011, ალეპო 2016 და ა.შ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემები ისეთ პათოგენებზე, რაც  საქართველოს ნაგავსაყრელებეც უხვადაა წარმოდგენილი ასე გამოიყურება: 
 
• ყოველწლიურად, ფეკალური ნაწლავური ჯგუფის ბაქტერიებისგან, 1100-დან 1600-მდე ადამიანი იღუპება.
• სალმონელა - ოთხიდან ერთ შემთხვევაში, დიარეის გამომწვევი მიზეზია. მას უკავშირებენ ავადობის 26.9 მილიონ შემთხვევას და ყოველწლიურად გარდაცვალების  200,000  შემთხვევას.
• ენტეროვირუსები -  ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. აქედან 3 000 გარდაცვალების შემთხვევაა, ხოლო გადარჩენილებში, მძიმედ ზიანდება იმუნური სისტემა.
• ნოროვირუსები - გლობალურად, ყოველწლიურად დაავადების  685 მილიონი  შემთხვევა ფიქსირდება,  აქედან, 200 000 შემთხვევა ლეტალურად მთავრება.
• ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი პარაზიტები -  ლამბლია და კრიპტოსპორიდიუმი ყოველწლიურად 280 მილიონ ადამიანზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. მათგან გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები ძალიან იშვიათია (ძირითადად ჩვილებსა და ბავშვებში) თუმცა, იწვევს იმუნური სისტემის სერიოზულ დაქვეითებას.
 
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) იკვლევს ნაგავსაყრელიდან/არასანიტარულ მდგომარეობიდან მომდინარე დაავადებების  სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც 2018 წელს4:
• კუჭ-ნაწლავის ინფექციებით საქართველოში 14 075 ადამინი იქნა ინფიცირებული, აქედან 19 გარდაიცვალა.
• სალმონელა და საკვებით მოწამვლის 37 000 შემთხვევა აღირიცხა ქვეყანაში, სიკვიდილიანობის სტატისტიკური მონაცემები არ გროვდება.

1Waste Management Technologies in Regions Program funded by USAID in Georgia
2Landfills Originated Biohazard Assessment in Easter European Countries 2017, EU Commision
3UN WHO outbreak statistics: https://www.who.int/csr/don/en/
4 Healthcare Statistical Census 2018, NCDC
01.04.2020

ენების მენიუ