რა არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება? მოკლე მიმოხილვა შვედეთის მაგალითზე
მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულება (EPR) არის შვედეთის სახელმწიფო პოლიტიკა და კანონი,
რომლის მიზანია ნარჩენების მართვის გაუმჯობესება. შვედური სისტემა იმით გამოირჩევა, რომ ადგილობრივი
ხელისუფლების პასუხისმგებლობას, დაკავშირებულს ნარჩენების შეგროვებასა და მასთან ასოცირებულ ხარჯებთან, ანაცვლებს მთლიანად მწარმოებლის პასუხისმგებლობით. მსგავსი მიდგომა მოიცავს სხვადასხვა ნარჩენის ნაკადებს; შესაფუთი და ბეჭდური მასალა, ელექტრო ნარჩენები და ბატარეები, საბურავები, გამოუსადეგარი ავტომობილები, ფარმაცევტული ნარჩენები, მიტოვებული  რადიოაქტიული ნარჩენები და წყაროები. 

ნარჩენების მართვის ეს სისტემა შვედეთის პარლამენტმა 1993 წელს დაამტკიცა, რის საფუძველზეც, წარმოებულ პროდუქციაზე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დააკისრა უშუალოდ პროდუქციის მწარმოებელს. 
მწარმოებლის  პასუხისმგებლობა (EPR) ეყრდნობა პრინციპს “დამაბინძურებელი იხდის“, რაც იმას გულისხმობს, რომ პირი,  რომელიც აბინძურებს გარემოს თავადვე უნდა იღებდეს პასუხისმგებელობას მისი საქმიანობით მიყენებულ ზიანზე.
 
“EPR”-ის მთავარი დანიშნულებაა, რომ მწარმოებელმა გააცნობიეროს თუ რა გრძელვადიანი ზიანი მოაქვს მას გარემოსთვის და შექმნას ისეთი პროდუქტი, რომლის გადამუშავება და სასარგებლოდ გამოყენება იქნება შესაძლებელი.
“EPR” აკისრებს ნარჩენების გადამუშავების პასუხისმგებლობას ინდივიდუალურ მწარმოებლებს. რეალურ ცხოვრებაში კი,  პასუხისმგებლობის აღებისას მწარმოებლები მუშაობენ ერთად  და გააზრებულად, რაც ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას და განვითარებას.

“EPR” სისტემის განვითარება

შესაფუთი ნარჩენი და ბეჭდური მასალები - პირველი პროდუქციის ჯგუფი, რომელიც მოიცვა “EPR”-მა. ამ პროცესის მთავარი მიზანი იყო, შეემსუბუქებინათ მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობები (და ხარჯები) ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებისას. ასევე, შეემცირებინათ ამ პროდუქტების მიერ გარემოს დაზიანების ფაქტორი.
90-იანი წლების 
დასაწყისში დამკვიდრებას იწყებს ცირკულარული სისტემის იდეა, რომლის მიხედვითაც ნარჩენები აღქმული იყო, როგორც სასარგებლო რესურსი და არა უბრალოდ,  ნაგავსაყრელზე გასანთავსებელი ნაჩენები.

“EPR” შესაფუთი ნარჩენებისა და გაზეთებისთვის შეიქმნა 1994 წელს EU-directive -ის შესაბამისად. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტები და მასალები, რომელთაც  მაღალი ეკონომიკური ღირებულება ჰქონდათ, მაგალითად, ბეჭდური მასალები, შუშის შეფუთვები და ავტომობილები, მანამდეც გროვდებოდა, რაც გამოწვეული იყო  ეკონომიკური ინტერესებით; ამგვარი  ნარჩენების ნაკადების შეგროვება და გადამუშავება საჭიროებდა ნაკლებ რესურსებს და იყო უფრო მომგებიანი, ვიდრე ამ პროდუქტების ახალი,  გამოუყენებელი მასალებისაგან შექმნა.
 
მინა
 
მინის შეფუთვა იყო პირველი პროდუქტის ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა ორგანიზებული შეგროვების სახე. შვედეთს აქვს დიდი ხნის ტრადიცია შუშის წარმოების. 1986 წელს ორი მთავარი მინის მწარმოებლისა და  რამდენიმე მუნიციპალიტეტის მიერ დაარსდა ორგანიზაცია  “Svensk Glasåtervinning “ (შვედური მინის რეციკლირება).  მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ ინტერესი ცალკე შეეგროვებინათ მინა, რათა ეზრუნათ ნარჩენების შემგროვებელთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე,  რომლებიც  იყვნენ მუდმივი  რისკის ქვეშ, დაზაინებულიყვნენ სანაგვე ყუთებში არსებული გატეხილი მინისაგან. შეიქმნა მინისათვის განკუთვნილი სპეციალური ყუთები და განთავსდა სტრატეგიულ ადგილებში; მაგალითად, მაღაზიების გარე სივრცეებსა და ავტოსადგომებზე. შემდგომში ეს ლოკაციები იქცნენ  მწვანე რეციკლირების სისტემის ადგილებად, რომლის მართვაც ითავეს შესაფუთი და ბეჭდური მასალების მწარმოებელთა პასუხისმგებლობის ორგანიზაციებმა.
 
სასმელი წყლის ბოთლებისა და ქილების დეპოზიტური სისტემა

ისეთი შესაფუთი მასალები, როგორებიცაა ბოთლები და ქილები, გათავისუფლებულია შეფუთვის ნარჩენების დადგენილებისგან. მას ეხება PET – ბოთლებისა და ლითონის ქილების ღირებულების უკან დაბრუნების სისტემის დადგენილება. ამ მასალის შეგროვების სისტემა განსხვავდება  აღწერილი სხვა ტიპის EPR- ებისაგან, რადგან  მომხმარებელი იხდის ქილის/ბოთლის საფასურს ყიდვისას და იბრუნებს გადახდილ თანხას ბოთლის/ქილის დაბრუნების შემდეგ.
 
ელექტორო და ელექტრონული ნარჩენები
 
90-იან წლებში ბევრ მუნიციპალიტეტს უკვე  ჰქონდა ელექტრონული ნარჩენების ცალკეული შეგროვების სისტემა და ასევე ორგანიზებას უწევდა მათ ხელით დანაწევრებას, რაც ბევრ ადამიანს აძლევდა დასაქმების შესაძლებლობას. როდესაც გადამამუშავებელი ინდუსტრია დაინტერესდა ელექტრონული ნარჩენების ეკონომიკური ღირებულებით, მათ დაიწყეს ინდუსტრიული გადამუშავებები და შესაბამისად  მუნიციპალიტეტები მათ შეგროვებულ ნარჩენებს აწვდიდნენ. ანუ, აღნიშნული ნარჩენების ნაკადისათვის უკვე არსებობდა მისი არაფორმალური “EPR” ისევე, როგორც ბაზარი  გადამუშავებული პროდუქციისათვის.
 
ზემოთ აღნიშნული პროდუქციის ნარჩენების ნაკადებისათვის “EPR”-ის სქემების დაფინანსების წყაროებია:
 
• პროდუქტის გადასახადი, რომელიც ემატება საცალო ფასს.
• გადამუშავებული მასალის გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი. 
 
აღნიშნული ფინანსური ტრანზაქციები ხორციელდება კონკრეტული PRO-ების მიერ. წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების და მისი სრული ეკონომიკური პასუხისმგებლობის ფლობა მწარმოებლებს ანიჭებს სრულ ანგარიშვალდებულებას და მოტივაციას მიზნად დაისახონ მათი პროდუქციის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების  შემცირება. ეს არის ამ მოდელის EPR-ის არჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
 
წარმატების ფაქტორები: 
 
ზოგადად, შვედური EPR სისტემა მოქმედებს ძალიან ეფექტიანად და გამოირჩევა შეგროვებული და გადამუშავებული მასალის მაღალი დონით. უმეტესი EPR-სთვის, მწარმოებლებს აქვთ კარგად ორგანიზებული სტრუქტურა თავიანთი ნარჩენების შეგროვების, მოპყრობისა და გადამუშავებისთვის. შვედური EPR სისტემა მოიცავს ნარჩენების ნაკადების დიდ დიაპაზონს და მათი ნაკადის  მართვა კარგად არის განვითარებული. წარმატების მთავარი ფაქტორები, რომელიც  შეიძლება სხვა ქვეყნებისთვისაც იქცეს მოტივაციად ასე გამოიყურება:
 
• მაღალი დონის ნდობა მწარმოებლებსა და სავაჭრო კავშირებს შორის.
• ოჯახებთან სტრუქტურულმა კომუნიკაციამ და სისტემისადმი მათმა მაღალმა ნდობამ გამოიწვია აქტივობის მაღალი            ხარისხი და თანამონაწილეობა შეგროვების პროცესში.
• ნარჩენების ნაკადის მაღალი ხარისხი, მაგალითად, ფერადი და გამჭვირვალე მინის  ან გაზეთისა და ქაღალდის                           შეფუთვის განცალკევება, ქმნის გადამუშავებული მასალის კარგ ხარისხსს, რაც იწვევს ბაზარზე მის მოთხოვნას.
• მჭიდრო თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებსა და მწარმოებელ ორგანიზაციებს შორის.
• ეროვნული წარმოება, რომელსაც აქვს მოთხოვნა გადამუშავებულ და/ან შეგროვებულ მასალაზე.
• ამბიციური პოლიტიკის მიზნები. 
EPR პოლიტიკის განხორციელების ფაზის განმავლობაში, მწარმოებლებს შორის ნაყოფიერი კავშირის ჩამოყალიბება, რათა შეაგროვონ, დაამუშავონ და დააფინანსონ EPR სისტემა.
25.02.2020

ენების მენიუ