კონკურსი "სუფთა რეგიონი"
გარემოზე ზრუნვის კიდევ ერთი სასარგებლო ტრადიცია გრძელდება და წელს, უკვე მეოთხედ, პროექტის
"დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში ჩატარდა კონკურსი, „სუფთა რეგიონი“, რომლის მიზანიცააგამოვლინდეს და წახალისდეს ის ინიციატივები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვის და დასუფთავების კუთხით გაკეთდა.
კონკურსის მონაწილეების აქტიურობა ყოველ წელს იზრდება და განსაკუთრებით მისასალმებელია ჩვენი თანამოქალაქეების ჩართულობა და მათი ენთუზიაზმი, რაც სულ უფრო  გადამდები და მისაბაძი ხდება.
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი; „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), „საქართველოს მწვანეთა  მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფითა და საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით.
27.01.2020

ენების მენიუ