დოკუმენტები
ნარჩენები და ბიორემედიაცია
მარ 05
კატეგორია - დოკუმენტები
სახელმძღვანელო „ნარჩენები და ბიორემედიაცია“ ეხება ანთროპოგენული წარმოშობის  ერთ-ერთი ტოქსიკანტით-ქლორით და მისი ნაერთებით ბიოსფეროს დაბინძურების პრობლემას. ბროშურაში  განხილულია ქლორის როგორც სასარგებლო თვისებები, ასევე-ის პოტენციური საფრთხეები, რაც შეიძლება დაემუქროს  ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს  გარემომცველ სამყაროში მისი გაჟონვის შემთხვევაში. პუბლიკაციის მიზანია, სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ვადაგასული და ხმარებიდან ამოღებული, არასაჭირო ქიმიური ნივთიერებების  უსაფრთხო გატანისა და უტილიზაციის აუცილებლობის შესახებ.
ნარჩენები და ბიოტრანსფორმაცია
დეკ 10
კატეგორია - დოკუმენტები
პუბლიკაცია "ნარჩენები და ბიოტრანსფორმაცია" ნარჩენთა ერთ-ერთ კატეგორიას - სოფლის მეურნეობის ნარჩენებს და მათი ბიოლოგიური მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება. სამწუხაროდ, დღეს სიცოცხლის სამივე საარსებო გარემო - ნიადაგი, წყალი და ატმოსფერო საგანგაშოდაა  დაბინძურებული, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ კაცობრიობამ უნდა შეცვალოს განვითარების გზები და ისწავლოს ნარჩენების სწორი მართვა. ბიოსფეროს დაბინძურება, კლიმატის ცვლილებების სავალალო შედეგები, საწვავის ბუნებრივი საბადოების ამოწურვადობა და საკვები რესურსების  დეფიციტი მოითხოვს შემუშავდეს ისეთი ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიები, რომლებიც დაფუძნებული იქნება 
ნარჩენების მართვის კოდექსი
ნოე 12
კატეგორია - დოკუმენტები

ნარჩენების მართვის საკითხი გლობალურ პრობლემას წარმოადგენს მთელს მსოფლიოში. საქართველოში ნარჩენების მართვის კოდექსი 2015 წლიდან შევიდა ძალაში. რა არის ნარჩენი? ნარჩენი ეს არის ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, აპირებს მოშორებას ან ვალდებულია მოიშოროს. დღეს ჩვენ სხვადასხვა ტიპის ნარჩენებს ვხვდებით, იქნება ეს საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სახიფათო თუ არასახიფათო, სამედიცინო და სხვა. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ დოკუმენტი და მიიღოთ სრული ინფორმაცია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებთ:

ნარჩენების მართვის კოდექსი.pdf

ენების მენიუ