გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day
- WED) ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 1972 წლის 15
დეკემბერს, 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ
გამოაცხადა. გარემოს
დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის
გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და
გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის
ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.