ჩვენ შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ”დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”, (შემდგომში ასოციაციად წოდებული) შეიქმნა სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერთა, პროფესიონალთა, გარემოს დაცვის აქტივისტთა და მოხალისეთა გაერთიანების ბაზაზე, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული აქტიურად იყო ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში.

კერძოდ მათი საქმიანობა ძირითადად დაკავშირებული იყო პროექტთან „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“, რომლის მიზანი იყო გარემოს დაცვა და მასზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირება ნარჩენების მართვის გაუმჯობესების და  მოსახლეობის პასუხისმგებლობის გაღრმავების გზით.                                                                                                                     
ასოციაციის საქმიანობის მიზნებია:
-    საქართველოს ბუნების დაცვა, ეკოლოგიისა და ეკო-სისტემების შენარჩუნება, გაუმჯობესება.
-    დანაგვიანების საწინააღმდეგო კამპანიები (რაც შეცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას და ქცევას და ხელს შეუწყობს გააცნობიეროს სუფთა გარემოს მნიშვნელობა).
-    ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლება (გარემოსდაცვითი განათლების მიღება სხვადასხვა პროგრამებით, გასართობი და ქმედებაზე ორიენტირებული სწავლებით, რაც გააძლიერებს ახალგაზრდობის ჩართულობას მსოფლიო მოთხოვნების შეცვლაში).
-    ცნობიერების ამაღლება სასოფლო-სამეურნეო და სახიფათო ნარჩენების უარყოფითი ზეგავლენის შესახებ (სხვა და სხვა პროექტების მეშვეობითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო და სახიფათო ნარჩენების უარყოფითი ზეგავლენის წინააღმდეგ საბრძოლო მექანიზმების დანერგვის მხარდაჭერა).
-    ნარჩენებთან ბრძოლის თანამედროვე და საერთაშორისო მეთოდების და მექანიზმების შემუშავება. (შემუშავდეს დაბინძურების საზომი მეთოდები ქალაქებში, სოფლებში, სანაპიროებსა თუ პარკებში, რაც გამოავლენს ნაგვის რაოდენობასა და შემცველობას, ხოლო შედეგი შესაძლებლობას მისცემს შემცირდეს დანაგვიანების მაჩვენებელი ქვეყანაში).
-    გარემოსდაცვითი დაჯილდოვება (შეაფასოს და მოაწყოს გარემოსდაცვითი დაჯილდოვებები: ეკო-ეტიკეტირებული ღონისძიებები, რაც თავისთავად წარმოადგენს ასოციაციის გარემოსდაცვით ჯილდოს იმ გამართული აქტივობებისთვის, რასაც მიეკუთვნება რიგი საზოგადოებრივი მოვლენების, როგორიცაა კონკურსები, კონცერტები და სხვა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე).
-    ასოციაციის  მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
-    ცნობიერების ამაღლება, მწვანე ეკონომიკის განვითარება და ხელშეწყობა

ენების მენიუ